გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის სახელი
და გვარი: ჯამბურია
ეკატერინე
საგანი: მუსიკა
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო - VIII
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
სსსმ მოსწავლე:
სსსმ მოსწავლე კლასში
არ ირიცხება
დრო: 45
წუთი
გაკვეთილის თემა:
,,შოპენის ბალადა“
გაკვეთილის მიზანი:
ხელოვნების სხვადასხვა
დარგებისა და მუსიკალური ჟანრების ურთირთდაკავშრების-შედარების, მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის, შემოქმედებით პროცესში
აქტიური მონაწილეობის, მუსიკის მოსმენისას
საკუთარი განწყობისა და დამოკიდებულების
გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარება.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
|||||||||
|
1
|
საწყისი ფაზა
ა. მივესალმები კლასს და გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებსა და შეფასების
რუბრიკებს. შევახსენებ ქცევის
წესებს.
ბ. წინარე
ცოდნის გააქტიურება- გამოწვევა:
1.
რომელი ქვეყნის წარმომადგენელია გამოჩენილი კომპოზიტორი ფ. შოპენი? სად და როდის დაიბადა
იგი?
2.
შემოქმედების დასაწყისში ,რომელი პროფესიით მოიხვეჭა
მან სახელი ევროპის
მუსიკალურ წრეებში ?
3.
რატომ მოუხდა შოპენს
პოლონეთის დატოვება ?
4.
რომელი ჟანრის მუსიკას ქმნიდა ფ.შოპენი?
5.
მუსიკაში რომელი
მიმართულების წარმომადგენელია შოპენი?
6.
რომელი კომპოზიტორია რომანტიზმის
პირველი წარმომადგენელი მუსიკაში?
7.
რომელი საუკუნე
ითვლება მუსიკაში რომანტიკული მუსიკის
ხანად?
8.
რა სტილისტური სიახლეები შემოიტანეს მუსიკაში რომანტიკოსმა კომპოზიტორებმა?
9.
შოპენის რომელი ნაწარმოები გიყვართ?
10. სად არის დაკრძალული
შოპენი და რა ანდერძი დატოვა მან?
11.
რა არის შოპენის
შემოქმედების მთავარი თემა?
|
ვერბალური ახსნა;
კითხვა - პასუხი
არაპირდაპირი
სწავლების მეთოდი;
|
მთელ კლასთან
მთელ კლასთან
|
დაფა,
მარკერი
|
5წთ
|
|||||||||
|
2
|
სიღრმისეული წვდომა.
წინასწარ შექმნილი სლაიდის
ფონზე (ჟღერს შოპენის ნოქტიურნი #2) მოსწავლეებს ვესაუბრები შოპენის მუსიკის
ძირითად მახასითებელზე, ) მის მიერ მუსიკაში ახალი ჟანრების შემოტანასა და აღორძინებაზე ( საფორტეპიანო
ბალადა, რომლის ფუძემდებლად გვევლინება ის მუსიკის ლიტერატურაში) მისი ნაწარმოებების
ფართო ეროვნულ- ფოლკლორულ და ჟანრულ
კავშირებზე, ( პირველი ბალადა ,რომელიც შოპენმა კუნძულ მალიორკაზე დაწერა და ნაწარმოებიც ესპანური
ფოლკლორის ინტონაციებზეა აგებული
) ვაწვდი ინფორმაციას პოლონელი მწერლის ადამ
მიცკევიჩის შესახებ , რომლის შემოქმედებამ ერთგვარი გავლენა მოახდინა შოპენის ბალადებზე. ვესაუბრები ბალადის
,როგორც ჟანრის განვითარების ეტაპებზე ,
ვკითხულობთ სახელმძღანელოში მოცემულ ინფორმაციას და ვასმენინებ პირველ ვოკალურ რომანტიკულ
ბალადას „ტყის მეფე“ ,რომელიც 17 წლის ასაკში შექმნა ფრანც შუბერტმა.
|
პირდაპირი
სწავლების მეთოდი;
მინი ლექცია;
|
მთელი კლასი
|
სლაიდი, პროექტორი
კომპიუტერი,ხმის
გამაძლიერებელი,
აუდიო ჩანაწერი: შოპენი „ნოქტიურნი #2“,
ფრანც შუბერტი ბალადა „ტყის მეფე“
|
5წთ
|
|||||||||
|
3
|
ვასმენინებ ფ.შოპენის საფორტეპიანო ბალადა №1 -სოლ მინორი,მოსმენის შემდეგ
ვეკითხები :
-რა განწყობილების მუსიკა
მოვისმინეთ? ნაღვლიანი, იდუმალი,
მხიარული, ნოსტალგიური, თუ საბრძოლო?
-როგორია მუსიკალური ნაწარმოების
ტემპი, რიტმი, მელოდია? ვთხოვ მოსწავლეებს
დაახასითონ თითოეული კომპონენტი, ამავე
მუსიკის ფონზე წავაკითხებ სახელმძღვანელოში
მოცემულ ადამ მიცკევიჩის „პილიგრიმს
” და ვთხოვ მათ მოსმენილი
„ბალადის“ და პოეტური ტექსტის შედარების საფუძველზე იმსჯელონ აღნიშნული ლიტერატურის დარგისა
და მუსიკალური ჟანრის ურთიერთკავშირებზე
.
|
მუსიკალური
ნაწარმოების მოსმენა
|
მთელი კლასი,
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებელი, აუდი ჩანაწერი :
ფ.შოპენი საფორტეპიანო ბალადა
№1 -სოლ მინორი.
|
8წთ
|
|||||||||
|
4
|
მოსწავლეებს ვყოფ ოთხ ჯგუფად , გახსენებისთვის ვასმენინებ
ფრანგულ საბავშვო სიმღერის
აუდიო ჩანაწერს და ამის შემდეგ ვთხოვ შეასრულონ
ეს სიმღერა სახელმძღვანელოში მოცემულ სანოტო ტექსტზე
დაყრდნობით . ჯგუფები შეაერთებენ
ჯერ ორ, შემდეგ სამ, ბოლოს
კი ოთხივე ხმას, მასწავლებლის მითითების საფუძველზე
,თუ სად შედის მომდევნო ხმა
.
|
მუს. ნაწარმოებების მოსმენა
|
ჯგუფური
|
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებელი, აუდი ჩანაწერი :
ფრანგული საბავშვო სიმღერა „Frere Jacques”, მოსწავლის წიგნი.
|
8წთ
|
|||||||||
|
5
|
მოსწავლეებს ვურიგებ
სამუშაო ფურცლებს, სადაც ჩამოწერილია
ჟანრები:
1
.თემა და ვარიაციები ფორტეპიანოსათვის
2.საფორტეპიანო
პიესების ციკლი
3.
სოლო კონცერტი
4.საფორტეპიანო
ბალადა
და ვთხოვ
თითოეულ ჟანრს მიუწერონ დამახასიათებელი ნიშნები;
მაგ:
1
.თემა და ვარიაციები ფორტეპიანოსათვის- თემა და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი
2. საფორტეპიანო პიესების ციკლი-ერთი შინაარსით/იდეით გაერთიანებული პიესები
და ა.შ.
ვაფრთხილებ მოსწავლეებს ,რომ
არასრულად მოისმენენ რომელიმე დასახელებული ჟანრის
ნაწარმოებებს და მათ ევალებათ ამოიცნონ ჟანრი.
|
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო ფურცლები,
კომპიუტერი, ხმის
გამაძლიერებელი,
აუდიო ჩანაწერი :
მ.მუსორგსკის საფორტეპიანო ციკლიდან „ სურათები გამოფენიდან“ „კიევის გოლიათური კარიბჭე“,
„კუდიანი დედაბერი“,
„ტუილრის ბაღი“.
|
7წთ
|
|||||||||
|
6
|
მოსწავლეებს ვურიგებ სამუშაო
ფურცლებს, ვასმენინებ წინასწარ შექმნილ სასწავლო
რესურს , რომელიც შეიცავს :
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი-რექვიემი „ლაკრიმოზა“, გრიგორისეული საგალობელი „AVE MARIA” , ქართული საგალობელი „ შენ ხარ ვენახი“,
გიიომ დე მაშო „კანცონა ”, იოჰან სებასტიან ბახი „ იტალიური კონცერტი“, საწყის
მონაკვეთებს, მუსიკის მოსმენისას მათ უნდა ამოიცნონ ვის ეკუთვნის ნაწარმოები , ნაწარმოების სახელწოდება
და შეავსონ ცხრილი.
|
მუს. ნაწარმოების მოსმენა და ცხრილის შევსება
|
ინდივიდუალური
|
სამუშაო ფურცლები,
კომპიუტერი, ხმის
გამაძლიერებელი,
სასწავლო რესურსი, ინტერნეტი.
|
5წთ
|
|||||||||
|
7
|
რეფლექსია/გამთლიანება/
|
არაპირდაპირი სწავლების
მეთოდი;
|
მთელი კლასი
|
კალამი, A4 ფურცლები
|
5წთ
|
|||||||||
|
8
|
შეფასება: განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
|
|
ინდივიდუალური
|
შეფასების
სქემები
|
2 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მუს.
VIII.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად
Ø მღერის კანონის ტიპის სავარჯიშოებს, სიმღერებს;
Ø ასრულებს მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტებს / სიმღერებს და
ეყრდნობა სანოტო
ჩანაწერს.
მუს.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
Ø
განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია,
ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
Ø მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს;
Ø ამოიცნობს
მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.
შეფასების რუბრიკები
გაკვეთილზე ჩართულობა
|
შეფასების
კრიტერიუმები
|
1-2ქ.
დაბალი
|
3-4ქ.
საშუალოზე დაბალი
|
5-6ქ.
საშუალო
|
7-8ქ.
საშუალოზე
მაღალი
|
9-10ქ.
მაღალი
|
|
სასწავლო პროცესში
ჩართულობა
|
პასიურია
|
ცდილობს, გააქ ტიურდეს
|
პერიოდულად აქტიურდე ბა
|
აქტიურადაა ჩართული
|
გამორჩეუ ლად აქტიურია
|
|
საკუთარი
აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარი
|
ვერ
გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
უჭირს
საკუთარი აზრის
გამოთქმა და დასაბუთება
|
საკუთარ აზრს გამოთქვამს, მაგრამ უჭირს დასაბუთება
|
საკუთარ აზრს გამოთქვამს და ასაბუთებს
|
საკუთარ აზრს სრულყო ფილად
გამოთქვამს და ასაბუთებს
|
|
ჯგუფური
მუშაობის უნარ-ჩვევების გამოვლენა
|
ვერ ახერხებს ჯგუფურ მუშაობაში
ჩართვას
|
მინიმალურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
ცდილობს, აქტიურად
ჩაერთოს ჯგუფურ მუშაობაში
|
აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
ლიდერობს
ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსმენილი მუსიკალური
ნაწარმოების განხილვის და შეფასების რუბრიკა
- განმავითარებელი შეფასება
|
საუბრობს
მუსიკის მოსმენით მიღებულ
შთაბეჭდილებებზე,
|
შეუძლია
|
უჭირს
|
არ შეუძლია
|
|
ამოიცნობს და განსაზღვრავს მუსიკის
გამომსახველ ხერხებსა და საშუალებებს
|
|
|
|
|
განსაზღვრავს მოსმენილი ნაწარმოებების ხასიათს
და განწყობილებას
|
|
|
|
|
მუსიკის გამომსახველ
ხერხებსა და საშუალებებს
განსაზღვრისას იყენებს
მუსიკალურ ტერმინოლოგიას
|
|
|
|
მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების , მისი ფრაგმენტის
ამოცნობის რუბრიკა- განმსაზღვრელი შეფასება;
|
ამოიცნობს მოსმენილი ნაწარმოების კომპოზიტორს
|
0-5 ქულა
|
|
ამოიცნობს ნაწარმოებს, მის ფრაგმენტს
|
0-5 ქულა
|
თვითშეფასების რუბრიკა:
|
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
+
|
-
|
|
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული
და რეალისტური იყო
|
|
|
|
2
|
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის
მიღწევას
|
|
|
|
3
|
გაკვეთილის მსვლელობისას სწორად გადავანაწილე დრო
|
|
|
|
4
|
გამოყენებული
რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
|
|
|
|
5
|
მოსწავლეთა
ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის
მიღწევას
|
|
|
|
6
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
|
|
|
|
7
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის
ტექნიკას
|
|
|
|
8
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
|
|
|
|
9
|
მივეცი საშუალება მოსწავლეებს
გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
|
|
|
|
10
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
|
|
|
|
11
|
შეფასების შედეგად
მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
|
|
|
No comments:
Post a Comment